მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა წელსაც გრძელდება - რა გვიჯდება სუბსიდირება?

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა გასული წლების მსგავსად, წელსაც გრძელდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 14 ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ 8 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა დაახლოებით 2 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება.

როგორ მიმდინარეობს პროცესი?

სტუმარი: ვანო გოგლიძე - კომპანია "კულას" დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები