მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება გრძელდება, თუმცა გამკაცრებული კონტროლით - რა მოთხოვნები აქვს სახელმწიფოს?

სუბსიდირება

პროცესის სრული ვიდეოჩაწერა, ელექტრონული სასწორი და მონიტორინგის ცენტრისთვის ჩანაწერებზე სრული წვდომა - წელს, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამა გამკაცრებული მონიტორინგის პირობებში ჩაივლის.

მთავრობამ უკვე გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც 2025 წელს არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებისთვის 5 მლნ ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული, ამასთან, გამკაცრდა მოთხოვნები იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სუბსიდიის მიღების სურვილი ექნებათ.

პირობის მიხედვით, თუ გადამმუშავებელი კომპანიები ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად ჩაიბარებენ, ყოველ კილოგრამზე 10 თეთრის სუბსიდიას მიიღებენ.

თანხის მოძიება “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს” ასიგნებებიდან უნდა მოხდეს. სუბსიდია კი, სოფლის განვითარების სააგენტოს” გავლით გაიცემა, ვაშლის შესყიდვის თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის სააგენტოსთვის წარდგენიდან მომდევნო 15 სამუშაო დღის განმავლობაში. კომპანიას დოკუმენტაციის წარდგენა 2025 წლის 25 დეკემბრამდე შეეძლება.

განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც განზრახული აქვთ ვაშლის მიღება/ ჩაბარება უნდა გაიარონ რეგისტრაცია სააგენტოს დამტკიცებული პროცედურით, იქონიონ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ჩაბარება მხოლოდ ელექტრონული სასწორით განახორციელონ; ასევე ევალებათ ჰქონდეთ საწარმოს ტერიტორიაზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. კომპანიების ვალდებულებაა, ჰქონდეთ ვიდეოჩანაწერი იმ ვაშლის მიღება/ ჩაბარების და გადამუშავების პროცესისა, რომელზედაც მოითხოვენ სუბსიდიას. სააგენტო კი ვალდებულია ეს ჩანაწერები 2026 წლის 31 მაისამდე შეინახოს.

აღსანიშნავია, რომ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე 2024 წელს სახელმწიფომ 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტი - 4 591 223 ლარი დახარჯა. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა 45 976 ტონა, 12.4 მლნ ლარის ღირებულების არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები