მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასწორი პარკირებისთვის 2023 წელს თბილისის მერიამ რეკორდული, 19 მილიონის ჯარიმები აკრიფა

პარკირება
20.01.24 14:26
5001

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის 12 თვის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მუნიციპალური ჯარიმების შესრულების შესახებაც არის ინფორმაცია.

დოკუმენტის თანახმად, თბილისში წინა წელთან შედარებით ავტომობილის არასწორად პარკირების გამო დაწერილი ჯარიმების მოცულობა გახუთმაგებულია და მან 19,024,257 ლარს მიაღწია.

ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის თანახმად, პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარიდან იწყება.

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე პარკირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით", - ნათქვამია კოდექსში.

რაც შეეხება მოძრაობის წესების დარღვევას, 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ჯარიმებიდან 216 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები