მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასწორად დეკლარირების გამო, სახელმწიფო საკუთრებაში მომხმარებლის გამოწერილი 630 ამანათი გადავიდა

58130dab30006
სალომე მეცხვარიშვილი
28.10.16 12:31
4323
ელექტრონულად შეძენილი ამანათის დეკლარირების ვადის დარღვევის გამო წელს სახელმწიფოს საკუთრებაში 630 ამანათი გადავიდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ოდენობის ამანათები სახელმწიფოს საკუთრებაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან 26 ოქტომბრამდე გადავიდა.

ამასთან, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 26 ოქტომბრამდე გამოვლენილია ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების არასწორი დეკლარირების 994 შემთხვევა. დარიცხული სანქციის საერთო ოდენობამ 67 226 ლარი შეადგინა.

დაჯარიმება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება გზავნილის არასწორი დეკლარირების ფაქტი ანუ გამომგზავნი მიუთითებს გზავნილის შემცირებულ თანხას. სანქციის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისად – საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების 100, 200, 40 ან 100 პროცენტის ოდენობით.

სანქციები წესდება იმ შემთვევაშიც თუ დადეკლარირება მოხდება დაგვიანებით. ამ შემთხვევაში სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ყოველ დაგვიანებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 000 ლარისა.

ხოლო, ამანათის ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ იმ შემთხვევაში ხდება, თუ საფოსტო გზავნილის დეკლარირებიდან 30 დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.