მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არასწორი გეგმარების შემთხვევაში, შესაძლოა, უძრავი ქონება გაუფასურდეს"

5ba2051422c24
თათია ჩაფიჩაძე
19.09.18 12:12
1012
თბილისის 11 არეალის განვითარების დოკუმენტზე გამოცხადებულ შესყიდვაზე გამარჯვებული ოქტომბრის ბოლოს გამოვლინდება, სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადებას კი 1 წლიანი პერიოდი დასჭირდება. როგორც მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ტოგონიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, სწორედ დოკუმენტის მომზადების შემდეგ მოიხსნება კერძო მიწის ნაკვეთებზე მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები.

"ე.წ. ჩარჩო გეგმები ერთიან სურათში დაგვანახებს თუ როგორ იქნება უფრო სწორი რომ ერთის მხრივ, საჯარო სიკეთე იყოს შენარჩუნებული და მეორეს მხრივ ის კერძო სკაუთრებები რაც მოქალაქეებს აქვთ იყოს გათვალისწინებული. ამაზე შესყიდვა გმოცხადებულია და ოქტომბრის ბოლოს გამარჯვებული გვეყოლება. საპროექტო ტერიტორია ჯამში 7 500 ჰა მოიცავს და ორ ეტაპად არის დაყოფილი. ერთი არის კვლევითი, მეორე არის უშუალოდ პროექტირების ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1 წელიწადში 11-ვე არეალზე სრულყოფილი დოკუმენტაცია გვექნება. ეს ტერიტორიებია ლისის ტბის, წავკისი,შინდისი, კოჯორი, თბილისის ზღვა, ვარკეთილის მესამე მასივი, ასევე დოლიძე-ხილიანის, სპორტის სასახლის უკანა მიმდებარე ტერიტორია. ჩვენი ინტერესია რომ მშენებლობაზე დაწესებული შეზღუდვა მალე მოიხსნას, მაგრამ ასევე ჩვენს ინტერესშია, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. უმეტესი მიწები, რომელიც პრივატიზებულია, სამშენებლო ფუნქციის მქონეა, შესაბამისად მათი გეგმარება სწორად თუ არ მოხდა, შეიძლება უძრავი ქონების ფასიც გაუფასურდეს. როგორც კი მზად გვექნება დოკუმენტაცია, მაშინვე შევიტანთ გენერალურ გეგმაში ცლვილებას, რომ ეს შეზღუდვები მოიხსნას.“ - განაცხადა ტოგონიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები