ყბადაღებულ მილიარდ-ნახევარში, რომელიც ჩამოიწერა, ბანკების წილი იყო 20-25%,- ამის შესახებ თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, როცა ვინმეს გულის მოგება სურთ, მაშინვე ბანკების ლანძღვას იწყებენ და არავინ ახსენებს იმ ონლაინ კომპანიებს, რომლებმაც რეალურად გამოიწვიეს ჭარბვალინობა.
“ბანკებს ეს არ გამუწვევიათ. ყბადაღებულ მილიარდნახევარში, რომელიც ჩამოიწერა, ბანკების წილი იყო 20-25%, მაგრამ ყველაფერი პიარულად და შედეგობრივად მიეწერა ბანკებს. დანარჩენი იყო პატარ-პატარა კომპანიები, რომელთა სახელებიც დარწმუნებული ვარ, არცერთმა არ იცით”,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

























