"მე მინდა, იმ ადამიანებს ბოდიში მოვუხადო, ვისაც გული ეტკინა“, - სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირების შემცირებაზე კომენტარი პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეტა.
"არცერთმა ადამიანმა არ მინდა იფიქროს, რომ ვინმე სახელმწიფოსთვის ან სახელმწიფო აპარატისთვის ზედმეტი იყო. ამ მიმართულებით იყო გარკვეული არასწორი გამონათქვამებიც და მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, ვისაც გული ეტკინა”, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, სახელმწიფო აპარატში უნდა მუშაობდეს იმდენი ადამიანი, რამდენიც საქმის გაკეთებას სჭირდება და რამდენიც იქნება მოტივირებული, რომ ეს საქმე გააკეთოს.
პრემიერის თქმით, მან დაავალა სხვადასხვა სამინისტროებს რათა უზრუნველყონ გათავისუფლებული თანამშრომლების წახალისება.
"დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარჩა სამსახურის გარეშე, რაღაც კუთხით ხელი შევუწყოთ. ზოგს მიეცა კომპენსაცია", - განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ მაგალითად თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა ამოტრიალებულ პირამიდას, სადაც "ზედა ჩინის ოფიცრები იმაზე მეტია, ვიდრე უნდა იყოს“.

























