მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არბიტრაჟის დღეები“ - მიღწევები და გამოწვევები

თბილისი "არბიტრაჟის დღეები 2024-ს მასპინძლობს, რომელსაც 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი არბიტრი, იურისტი და ექსპერტი ესწრება. ღონისძიების ფარგლებში არბიტრაჟის ინსტიტუტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს და გამოწვევებს განიხილავენ. როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავების განხილვის ამ ალტერნატიული მექანიზმის ცნობადობა ბიზნესსექტორში ნელ-ნელა იზრდება, მას არაერთი გამოწვევა აქვს. მათ შორის, კვლავაც პრობლემაა სასამართლოს მხრიდან არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროული ცნობა-აღსრულების საკითხი. ასევე ბოლო პერიოდში სააპელაციო სასამართლომ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საარბიტრაჟო ცენტრებს კონკრეტული დავების განხილვა საერთოდ შეეზღუდათ. როგორ ვითარდება და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოში არბიტრაჟი და რა უნდა გაკეთდეს ამ ინსტიტუტის ეფექტიანობის ასამაღლებლად?

სტუმარი: ბექა ინჯია - „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ გენერალური მდივანი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები