საერთაშორისო კონსულტანტი კრისტიან გესელი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს გაერთიანებას ურჩევს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ისინი უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან. ამის შესახებ გესელმა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ კონფერენციის შემდეგ განაცხადა. ღონისძიებაზე სწორედ საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე მსჯელობდნენ.
„ბიზნესისთვის ჩემი მთავარი რჩევა იქნება გაერთიანება. ისინი უნდა ათვიცნობიერებდნენ თანამშრომლობის სარგებლიანობას, რადგან ამ შემთხვეავში უფრო კონკურენტუნარიანები ხდებიან. მით უმეტეს, თუ მათი მიზანი ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლა და გაძლიერებაა. პრობლემები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საერთოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და განვითარებით ბაზრებზე. თუმცა, არც ევროკავშირში აქვთ „მარტივი ცხოვრება“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რადგან აქ უფრო მაღალი კონკურენციაა. თუმცა, ევროკავშირში ბიზნესის წარმომადგენლები ძირითადად ასოციაციების წევრები არიან და მათი მეშვეობით ცდილობენ უკეთესი გარემო შექმნან“,- აცხადებს კრისტიან გესელი.

























