მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არც გვქონია მოლოდინი, რომ მაღალმთიან რაიონებში მთის კანონით, მნიშნელოვან ინდუსტრიულ გარღვევას მოვახდენდით"

5790d5b194568
BM.GE
21.07.16 18:00
1882
უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში მთის კანონი ამოქმედდა, თუმცა კითხვები სარგებლობს თუ არა ამ კანონის შეღავათებით ბიზნესი და მისცა თუ არა მან მას სტიმული ისევ ძალაშია. თემაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი საუბრობს.
 
- კონკრეტულად რამდენმა ბიზნესგაერთიანებამ თუ ფიზიკურმა პირმა ისარგებლა პროგრამით?

- მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი ამ თვეების განმავლობაში, უკვე 50 საწარმოს აქვს მინიჭებული. ეს შედარებით მცირე საწარმოებია და ესენი არიან ინდმეწარმეები და რასაკვირველია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები. ძალიან დიდი განსხვავებაა სფეროებში და ამიტომ ამათი გასაშუალოება სწორი არ იქნება. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და დამატებით 10 მილიონი ლარი გამოიყო პროგრამისთვის “აწარმოე საქართველოში“, ანუ მთის განვითარების ფონდიდან, რომლიდანაც 5 000-დან 15 000-მდე საგრანტო დაფინანსება ხდება იმ ბიზნესპროექტების, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იქნას.

- ამ საწარმოებიდან ექსპორტზე ორიენტირებული რამდენია და ჩვენი შიდა პროდუქტისთვის რა სახის სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ?

- ჩვენ არც გვქონია მოლოდინი, რომ მაღალმთიან რაიონებში მნიშნელოვან ინდუსტრიულ გარღვევას მოვახდენდით ამ კანონით. ჩვენი ამოცანაა, რომ ადგილზე შეიქმნას ეკონომიკური განვითარების კონკრეტული კერები, კონკრეტული დასაქმების ადგილები და შესაბამისად დაახლოებით 50-მდე მუნიციპალიტეტი სადაც თუნდაც ერთი დასახლებაა მაღალმთიანი და ყოველი ისეთი საწარმო, რომელსაც მაღალმთიანი საწარმოს სტატუსი აქვს მნიშვნელოვანია, სულ რამდენიმე თვეა, რაც ეს კანონი ეს ნორმა და უკვე 50 საწარმოს მინიჭა ეს სტატუსი. ყოველივე ეს გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული და საბოლოოდ სტატუსს საქართველოს მთავრობა ანიჭებს. ვფიქრობთ, რომ ასეთი საწარმოების რიცხვი უფრო გაფართოვდება.

- ხომ არ ვარაუდობთ მიმდინარე წელს პროექტის ზრდას და არის თუ არა ეს ის პროექტი, რომელიც ბოლოს ისეთი უწყების შექმნამდე მიგვიყვანს, მაგალითად როგორიც მთის სამინისტრო ან მსგავსი სახის უწყებაა?

- ამაზე საუბარი არ არის. 1 სექტემბრიდან სოციალური შეღავათების ძირითადი ნაწილი შედის ძალაში და ძალიან ბევრ სამუშაოს ატარებს, როგორც ჩვენი სამინისტრო, ასევე სხვა სამინისტროები, რათა რეგისტრაციები ჩატარდეს, ჩვენ აქცენტი გვაქვს, როგორც სოციალურ, ასევე საგადასახადო შეღავათებზე.

- ხომ არ აღმოჩნდა კორუფციული, გაყალბების ფაქტორები, მაგალითად, ფიზიკურ პირს რომ მისი საქმიანობა და კომპანია ბარში დაერეგისტრირებინა და შემდეგ მისი ოპერირება მთაში გაეკეთებინა, ან პირიქით?

- საკითხი ორ ნაწილად გავყოთ. პირველი საკითხი საწარმოებს შეეხება. საწარმოთა მიმართებაში გაფილტვრა ხდება, შესაბამის სამუშაოებს ატარებს შემოსავლების სამსახური და თუ ნახავთ ამ ნუსხას, რომელიც საჯაროა, ეს არის საწარმოები, რომლებიც ადგილზე შეიქმნა. აქ ჩვენ გაყალბების რისკებს ძალიან მინიმალურად ვუყურებთ. მოქალაქეების სოციალურ შეღავათებს რაც შეეხება, ეს უფრო რთულია. დღეს დღეისობით რეგისტრაცია 180 000 ადამიანს აქვს გავლილი, როგორც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებს.

- არც თუ დიდი ხნის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან ინიციატივა მომდინარეობდა, რომ ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, რეგიონებში უნდა შექმნილიყო შესაბამისი უწყება, რომელიც მუნიციპალიტეტის დონეზე ამა თუ იმ რეგიონს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარებოდა. ეს კონცეფცია რა ეტაპზეა?

- ეს ყველაფერი რეგიონალური განვითარებისა და პოლიტიკის შესახებ კანონპროექტში იყო ასახული. სამწუხაროდ, საპარლამენტო ცხოვრება გარკვეულ პაუზაშია და ამ კანონპროექტის ბოლომდე მიყვანა ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა. თუმცა რეგიონალური განვითარების კანონპროექტებზე მუშაობა უკვე დავიწყეთ. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთში დაფუძნდა და პირველი ბიზნეს ფორუმი, სექტემბერში გაიმართება. იმერეთთან ვთანამშრომლობთ და უახლოეს მომავალში უკვე იქაც მოხდება ასეთი ცენტრის დაფუძნება. ამ საქმეში გუბერნატორების ადმინისტრაციაა ჩართული და რაიმე მნიშვნელოვანი სახსრების დანახარჯებზე საუბარი არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები