მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არცერთ სარეიტინგო მიმართულებაში დაწინაურებას მნიშვნელობა არ ექნება, თუ კონკრეტულ შედეგს არ მოიტანს"

5cb9a9ebbeb61
BM.GE
19.04.19 14:56
491
„Standard&Poor’s“-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორი პრიორიტეტები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს განსაკუთრებით დასაფასებელია იმის ფონზე, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტები რეგიონში ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ და საქართველო ამ კონტექსტში ერთადერთ პოზიტიურ მაგალითად განიხილება.

„ჩემთვის პირადად არცერთ სარეიტინგო მიმართულებაში დაწინაურებას არაფერი მნიშვნელობა არ ექნება თუ ეს კონკრეტულ შედეგს არ მოიტანს. ეს ნამდვილად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რადგან ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილებს და უფრო იაფ ფულს და საკრედიტო რესურსს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები დადებით შეფასებას აძლევენ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Standard&Poor’s” - მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB -“ - ის დონეზე დაადასტურა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები