მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არცერთ ტელევიზიას წილების შესყიდვა-გასხვისებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიისთვის არ მიუმართავს"

5862bf119f6ad
სალომე მეცხვარიშვილი
27.12.16 17:26
1213
არცერთ ტელევიზიას წილების შესყიდვა-გასხვისებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის არ მიუმართავს,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" უწყებაში ტელეკომპანია "იმედის" განცხადების კომენტრირებისას განუცხადეს, რომლის მიხედვითაც "იმედი" "მაესტროს" საკონტროლო პაკეტს ყიდულობს, "ჯი-დი-ეს-ის" შეძენასთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომისიაში აცხადებენ, რომ ინფორმაციას "იმედის", "მაესტროსა" და "ჯი-დი-ეს-ის" გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ მედიის საშუალებით იღებენ.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხატია ყურაშვილი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, რა ტიპის გარიგება იდება მხარეებს შორის.

როგორც ყურაშვილი განმარტავს, თუ საუბარია მხოლოდ წილების შესყიდვაზე, ამის შესახებ მხარეებმა კომისიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში უნდა აცნობონ. თუ კომისია, რაიმე შეუსაბამობას აღმოაჩენს, ის მხარეებს შესაბამის ვალდებულებას დააკისრებს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე გადაცემა გადაინაცვლებს სხვა არხზე, მხარეებს უწყების ნებართვა არ დასჭირდებათ. ხოლო თუ რომელიმე მაუწყებელი სიხშირეს შეიცვლის, ამ შემთხვევაში მათ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ნებართვა დასჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები