მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არცერთი თავმოყვარე კომპანია ბაზარზე საეჭვო მედიკამენტს არ შემოიტანს“ – „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“

63f880d8874ed
თინათინ ნატმელაძე
25.02.23 00:35
799
ფარმაცევტული ბაზრის სრული კონტროლის ფარგლებში, რაც ჯანდაცვის სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკაა, სამინისტრო მედიკამენტების ხარისხსაც თავად გააკონტროლებს. ამ საკითხთან დაკავშირებით „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათთვის ხარისხის კონტროლის მექანიზმი მისაღებია.

„მედიკამენტების ნაწილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებადი ნაწილია. მივესალმებით რეგულირებას ხარისხის კუთხითაც, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი პირველი მოთხოვნა ის არის, რომ ქვეყანაში შემოსული მედიკამენტების ხარისხი მაქსიმალურად გაკონტროლდეს. არცერთი თავმოყვარე კომპანია არ შემოიტანს ბაზარზე ისეთ მედიკამენტს, რომელიც შეიძლება ეჭვის ქვეშ მოექცეს, მაგრამ რეგულირება არ უნდა ნიშნავდეს ბიზნესის წარმოების შეზღუდვას“, - განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მარტის ბოლოდან ქვეყანაში წამლის ხარისხის პირველი ლაბორატორია გაიხსნება, სადაც მაღალტექნოლოგიური დანადგარების საშუალებით მედიკამენტების ხარისხის შემოწმება და მათი კონტროლი განხორციელდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, ხარისხის კონტროლის ლაბორატორია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ შენობაში განთავსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები