მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩევნებამდე 11 დღით ადრე, FBI-მ კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტის საქმის გამოძიება განაახლა

58139fd16f99d
BM.GE
28.10.16 22:51
1618
ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ქვეყნის კონგრესს ჰილარი კლინტონის პირადი მეილის საქმის განახლების შესახებ განუცხაადა. FBI-ის ცნობით, საქმეში ახალი პირადი მიმოწერები გამოჩნდა, ჯერჯერობით უცნობია უკავშირდება თუ არა ის წინა გამოძიებას. უწყების ინფორმაციით ამ დროისთვის მიმოწერების იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

როგორც FBI-ის დირექტორის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან კონგრესს წარუდგინა, უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება საგამოძიებო უწყებას საქმის დასასრულებლად.

„საგამოძიებო ჯგუფმა დამარწმუნა, რომ ახალი მიმოწერების აღმოჩენის შემდეგ საქმის ხელახლა გამოძიებაა საჭირო. მე მათ მივეცი თანხმობა შეისწავლონ წერილები და დაადგინონ თუ რა მნიშვნელობის არის ის საქმისთვის“, - წერს FBI-ის დირექტორი თავის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შტატების სახელმწიფო დეპარატმენტმა ყოფილი სახელმწიფო მდივნის და ამჟამინდელი პრეზიდენტობის კანდიდატის ელექტრონული მიმოწერის ნაწილი გასულ წელს გამოაქვეყნა. FBI-მ კლინტონის მეილების შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ იგი, მიმოწერისთვის პირად სერვერს იყენებდა, რაც კანონით იკრძალება. ჰილარი კლინტონის მტკიცებით, პირადი სერვერიდან განხორციელებული ყველა გზავნილი პირადი ხასიათისაა და სახელმწიფო საიდუმლოს არ შეიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები