ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 60,8%-მა მიიღო მონაწილეობა.
ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც, ამ შემთხვევაში საარჩევნო ყუთთან საკუთარი არჩევანი მოქალაქეების 56,62%-მა დააფიქსირა.
შემდეგ მოდის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები 53%-ით, 2010 წლის თვითმმართელობის არჩევნები 49%-ით. შედარებით დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები, ამ დროს ხმა მოქალაქეების 47,29%-მა მისცა, შემდეგ მოდის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 46,6%-ით, ბოლო ადგილზეა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები 43,31%-ით.
გასულ წელს საკუთარი არჩევანი მოქალაქეთა 51%-მა დააფიქსირა.

























