მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩევნები, რომელშიც მოსახლეობის ყველაზე მაღალი და დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

5bfe44550ddaf
BM.GE
28.11.18 11:30
1058
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა ამომრჩევლების 46.7%-მა მიიღო.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამომრჩევლების ყველაზე მაღალი აქტივობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 60,8%-მა მიიღო მონაწილეობა.

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც, ამ შემთხვევაში საარჩევნო ყუთთან საკუთარი არჩევანი მოქალაქეების 56,62%-მა დააფიქსირა.

შემდეგ მოდის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები 53%-ით, 2010 წლის თვითმმართელობის არჩევნები 49%-ით. შედარებით დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები, ამ დროს ხმა მოქალაქეების 47,29%-მა მისცა, შემდეგ მოდის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 46,6%-ით და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები 43,31%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები