მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნები საქართველოს გზაგასაყარზე აყენებს – The New York Times

ცესკო

რუსეთი თუ დასავლეთი? არჩევნები საქართველოს გზაგასაყარზე აყენებს – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე New York Times-ი.

New York Times-ი წერს, რომ „3 ათეულ წელზე მეტია, რაც საქართველო იმ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ გამოჩნდნენ. დღეს კი – შესაძლოა, იმ არალიბერალური ქვეყნების ჯგუფის წევრებს შორის აღმოჩნდეს, რომლებიც ცდილობენ, დამაბალანსებელი როლი შეასრულონ რუსეთსა და ჩინეთს და დასავლეთს შორის“.

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა აღნიშნავს, დასავლეთი საქართველო–რუსეთის ურთიერთობებს მზარდი შეშფოთებით ადევნებს თვალს. გამოცემა წერს: „ტყვიაგაუმტარი შუშის უკნიდან, ბატონი ივანიშვილი, 68 წლის, ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, ოპოზიციურ პარტიებს პასუხისგება მოუწევთ იმ დანაშაულების გამო, რაც მათ საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩაიდინეს – მათ შორის – ომის დანაშაულისთვისაც – კანონის სრული სიმკაცრით“.

New York Times-ი ციტირებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც – „ეს ეგზისტენციური მნიშვნელობის არჩევნებია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები