მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არჩევნები წავაგეთ“ - ალექსანდრ ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა

ალექსანდრ ვუჩიჩი

ალექსანდრ ვუჩიჩმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის დამარცხება აღიარა და გამარჯვება სტუდენტურ საპროტესტო მოძრაობას მიულოცა.

„საბოლოო შედეგები ჯერ არ გვაქვს, თუმცა ეგზიტპოლებისა და წინასწარი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. „სტუდენტურმა სიამ“ გაიმარჯვა, მათ პარლამენტში 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ხოლო ჩვენ 105. საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სხვა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ვუჩიჩმა სექტემბერში დანიშნა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თითქმის ორწლიანი უწყვეტი საპროტესტო აქციები, რომელსაც სათავეში სტუდენტური მოძრაობა ედგა.

დემონსტრაციების ტალღა ქვეყანაში 2024 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქალაქ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის ბეტონის გადახურვის ჩამოშლას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიამ საზოგადოებაში მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია. დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციაში, უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფასა და ავტორიტარული მმართველობის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

სტუდენტური მოძრაობის მიერ მოპოვებული უმრავლესობა 250-ადგილიან პარლამენტში ბოლო 14 წლის განმავლობაში ვუჩიჩისა და მისი პარტიის (SNS) მმართველობის ეპოქის დასასრულს ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები