მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების პერიოდში პირბადის ღია სივრცეში ტარება აუცილებელი იქნება - გამყრელიძე

60ffb87b00f35
ინგა მურუსიძე
27.07.21 11:49
670
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არჩევნების პერიოდში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეში. ამის შესახებ მან მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს განვიხილეთ იყო აცრების მეტად გაინტენსივება, პირბადის მაქსიმალურად ტარება დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებში, იქ სადაც ბევრი ხალხი იკრიბება. განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეში. აუცილებელია ქორწილების, ქელეხების, კონცერტების სრული აკრძალვა.

აუცილებელი იქნება საზღვრებზე განსაკუთრებული კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდნენ საეჭვო ინფიცირებული ადამიანები ქვეყანაში და რაც მთავარია, საჭიროა, მეტი ადგილის მობილიზება სასტუმროებში განსაკუთრებით, რათა ადამიანები, როგორც ინფიცირებული, ისე მათთან კონტაქტში მყოფნი, გადაიყვანონ იზოლირებულად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები