მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების შედეგები - როგორ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები?

"ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა სახელმწიფო რესურსები იმისათვის, რომ გაეძლიერებინა თავისი კამპანია და შეემცირებინა ამომრჩეველთა აქტივობა", - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის წევრმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის IRI-ის წარმომადგენელმა მარგარეტა სედერფელდმა განაცხადა.

ამერიკულმა ორგანიზაციებმა, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI), რომელთაც ერთობლივი სადამკვირვებლო მისია ჰქონდათ, გუშინ პირველადი შეფასებები გაავრცელეს და თქვეს, რომ იყო დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები. როიტერსის კითხვაზე მოახდინა თუ არა მომხდარმა ფაქტებმა გავლენა არჩევნების შედეგებზე. IRI-ის პრეზიდენტმა დენ ტვინინგმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემა სწორედ ამის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

როგორ ფასდება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის მხრიდან 26 ოქტომბრის არჩევნები?

სტუმარი: გიორგი დავითური - IDFI-ის კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები