არჩევნების შედეგები უდავოა... ევროპაში კამათი მუდმივად იქნება, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მან ქართველ კოლეგას, ირაკლი კობახიძეს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მიულოცა და ურჩია, ევროპას ყურადღება არ მიაქციოს, რადგან იქ „კამათი სულ იქნება“.
„არჩევნების შედეგები უდავოა, მაგრამ დავა და კამათი მუდმივად იქნება ევროპაში. თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ჩვეული ამბავია. კამათი არსებობს მსგავსი სახის, ბრიუსელში ყოველთვის ასეა. როდესაც კონსერვატიული პარტიები იგებენ, ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს, რადგან ევროპული პოლიტიკა არის სახელმძღვანელოზე დაყრდნობილი, თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არის, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა.
ასეთი კამათი ყოველთვის იყო და იქნება. ასე აღიქვამენ. ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, მაშინ ეს მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელდებოდა როგორც საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია, მაგრამ რადგან კონსერვატიულმა არსმა და კულტურამ გაიმარჯვა, კამათი არსებობს უკვე ევროპაში. უნგრეთის არჩევნების შემდეგაც ასე იყო, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება, დემოკრატიულად ჩატარება და თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი სტრატეგიული დახმარების იმედი“, - თქვა ვიქტორ ორბანმა.