საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური(სუსი) აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ „ყალბი ჩანაწერების” გავრცელება იგეგმება. სუსის მიერ 16 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალისფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას”.
სუსის თანახმად, „ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება”, მიზანი კი არის „ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება”.
რომელ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებულ რა ჯგუფებზეა საუბარი, გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.
ვინ რა როლს თამაშობს წინასაარჩევნო დაპირისპირებაში, რა სცენარები არსებობს 26 ოქტომბრის არჩევნებზე?
სტუმარი: კორნელი კაკაჩია - პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი;