„ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ გაყალბების წინააღმდეგ მთავარი დაზღვევა მაღალი აქტივობაა. მან საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"თუ არ გინდათ წარსული, თუ გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, ქვეყანა პოლიტიკური პატიმრების გარეშე, უკანონობის, არაკომპეტენტურობის გარეშე, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და მისცეთ ხმა საქართველოს მომავალს. თბილისის და მთელი საქართველოს ბედს წყვეტთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ.
საარჩევნო მანიპულაციის, ზეწოლის, ძალადობისგან დაცვის საუკეთესო საშუალება არსებობს მაღალი აქტივობა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე. ესაა სწორედ იმის გარანტია, რომ მანიპულაცია იქნება ბევრად მცირე "ოცნების" მხრიდან, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლები არ მივლენ",- ამბობს კუპრაძე.




























