"ცოტა უფრო მყარი უნდა იყოს დღეს კურსი", - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე აცხადებს ლარის ბოლოდროინდელ რყევებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ფუნდამენტური ანალიზი, მათ შორის “გალტ&თაგარტის" ანალიზი, აჩვენებს, რომ ლარის კურსი მოკლე ვადაში მიმართული უნდა იყოს გამყარებისკენ.
"რთულია იმის თქმა, დღეს რა იწვევს... ლარის შეწონილი კურსი აჩვენებს, რომ ცოტა უფრო მყარი უნდა იყოს დღეს კურსი. მოკლე რყევები შეიძლება მოლოდინებიდან, ან გარკვეული რისკების აღქმიდან გამომდინარეობდეს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ საკმაოდ მოკლე ვადაში ლარი გამყარდეს.
"გალტ&თაგარტის" პროგნოზი უფრო 2.7-ის ფარგლებშია - იმ სავალუტო კურსებიდან გამომდინარე, რაც არსებობს ჩვენს რეგიონში. სავაჭრო პარტნიორების შეწონილი კურსები, ქვეყნის მათზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე და ინფლაციით დაკორექტირებული, მიუთითებს 2.7-ის ფარგლებში. 2%-3%-იანი გადახრა ფუნდამენტური კურსიდან ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს დამოკიდებულია დოლარის მოთხოვნა-მიწოდებაზე დოლართან მიმართებით", - აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.

























