მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩილ გაჩეჩილაძე: იპოთეკური სესხების პორტფელი იზრდება

5cb6e8b9462f5
თათია ჩაფიჩაძე
17.04.19 12:46
1238
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე 1 იანვრიდან ამოქმედებული ე.წ. საბანკო რეგულაციების ეფექტს აფასებს.

მისი თქმით, რეგულაციების „მოკლევადიანი გავლენა ამოწურულია“.

ჟურნალისტის კითხვაზე - „უნდა შეარბილოს თუ არა სებ-მა რეგულაციები, გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ამ თემაში „არ ჩაერეოდა.“

„უნდა-ზე თავს შევიკავებდი, აშკარად. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ის აკვირდება მოვლენების განვითარებას და თვითონ განსაზღვრავს რამდენად შეარბილოს ან არ შეარბილოს. ამ თემაში მე არ ჩავერეოდი. რაც შეეხება პორტფელს, ჯამური პორტფელი იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ როდესაც სიტყვაზე, სამომხმარებლო სესხების ნაკლები ზრდა არის ან კლებაა, იპოთეკური სესხები მაინც იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ლარის საკმაოდ მიმზიდველი განაკვეთით სესხები შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას იპოთეკური დაფინასების კუთხით. ეს საკმაოდ პოპულარული პროდუქტია“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ამასთან, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, მომავალში ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობა მიიღებს იმ ბენეფიტს, რაც ნაკლებ რისკიანობასთან არის დაკავშირებული.

„ცვლილებები ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა იმისთვის, რომ რისკიანობა მთლიანი სისტემის, ისევე როგორც მოწყვლადი მოსახლეობის დამოკიდებულება დიდ ვალთან მიმართებით, შემცირებულიყო. შესაბამისად, სხვა ნებისმიერი ტიპის მოკლევადიანი გავლენა არის ამოწურული და მომავალში იქნება ის ბენეფიტები, რომელსაც ეკონომიკა მიიღებს და ეს ბენეფიტები დიდად იქნება გამოსახული ნაკლებად რისკიანობით. შესაბამისად, კრიზისის შემთხვევაში, დარტყმის ამტანიანობა საქართველოს და ჩვენ მოსახლეობას ექნება მეტი და ეს ძალიან დიდი სიკეთეა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები