მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩილ გაჩეჩილაძე-საბანკო რეგულაციებზე: სესხების ზრდა შენელებულია და მიზანიც ეს იყო

5ccadbd89afe2
დათო ჯალაღონია
02.05.19 15:59
1351
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიზნით მოქმედი რეგულაციების შედეგებზე საუბრობს.

მისი განმარტებით, საკრედიტო პორტფელის ზრდა შენელებულია.

“მე ვერ ვიტყვი, რომ რეგულაციების გადახედვის აუცილებლობას ვხედავ. ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და მათი განსასაზღვრია, რა მომენტში მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუ გადახედავენ. ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ, რა თქმა უნდა, პორტფელის ზრდა შენელებულია და თუმცა ჩვენ როგორც გვესმის, მიზანიც ეს იყო რეგულაციის, რომ სესხების ზედა შენელებულიყო, დანარჩენი ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია“, - განახადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე - გაჯანსაღდა თუ არა საბანკო სექტორი რეგულაციების შემდეგ და მისი პასუხისმგბლობის დონე თუ ამაღლდა, ბანკის მმართველი აღნიშნავს, რომ ეს სექტორი ისედაც ჯანსაღი იყო.

„საბანკო სექტორი საკმაოდ ჯანსაღი იყო და ერთ-ერთი, გამორჩეულად საერთაშორისო სტანდარტებით მართული სექტორია. რაც შეეხება გაჯანსაღებას, ალბათ ის ფაქტი იგულისხმებოდა, რომ მომავალი კრიზისების დროს არის მოლოდინი, რომ კიდევ უფრო მყარი იქნება საბანკო სექტორი“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ცნობისთვის: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, სამომხმარებლო სესხების შემცირების ტენდენცია არის შესამჩნევი, ეროვნული ბანკის მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენდა, რომ საცალო დაკრედიტებიდან საფინანსო სისტემის უფრო მეტი აქცენტი კომერციული სექტორის დაკრედიტებაზე გადაეტანა.

გვენეტაძის თქმით, თუ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა არ ამოქმედდებოდა, სამომხმარებლო სესხების გაცემა ადრე თუ გვიან ქვეყანას ეკონომიკური კრიზისის წინაშე მიიყვანდა, საიდან გამოსვლასაც არაერთი წელი დასჭირდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები