მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩილ გაჩეჩილაძე: საპენსიო რეფორმა ფაქტიურად წახალისებაა, იმისთვის რომ ხალხმა ფული შეინახოს

578f6be7570f7
BM.GE
20.07.16 16:15
2916
"საპენსიო რეფორმა ფაქტიურად არის წახალისება იმისთვის რომ ხალხმა ფული შეინახოს თუნდაც კერძო სექტორის ხარჯზე“, - ამის შესახებ გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი“ "გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ გაჩეჩილაძე საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ორ ძირითად რისკს ხედავს, რომლებიც მის ნაციონალიზაციას და კერძო საპენსიო ფონდების მონაწილეობას უკავშირდება.

"ნებისმიერ რეფორმას ახლავს თან რისკები. ხაზს გავუსმევდი ორ თემას: პირველი უკავშირდება იმას რომ სახელმწიფომ არ მოახდინოს ამა თუ იმ პროგრამის ნაციონალიზაცია. მსგავსი რამ მოხდა უნგრეთში. კანონში კარგად უნდა გაიწეროს, რომ მსგავსი მცდელობის აზრი არავის მოუვიდეს, რომ ეს თანხები მიიმართოს ბიუჯეტში. დღეს სახელმწიფოს არ აქვს ბევრი ვალდებულებები, თუმცა ეს შეიძლება მომავალში ასე არ იყო. ეს შეიძლება როგორც ნაციონალიზაციის, ასევე რეგულაციის გზით, რომელიც დაავალდებულებს ამა თუ იმ ფონდს, რომ სახელმწიფოს მიასესხოს ეს თანხები.

ასევე რისკი უკავშირდება კერძო საპენსიო ფონდების მონაწილეობას. ჩვენ საბოლოოდ არ გვესმის სრულად სტრუქტურა რა ტიპის ფონდებზე იქნება ლაპარაკი და ვის გადაეცემა ეს თანხები და რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ რომ მივიღოთ მონაწილეობა ამ ტენდერში, რომელსაც ალბათ სახელმწიფო ჩაატარებს ამ თანხების მართვასთან მიმართებით.

კერძო სექტორთან სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის მომენტს ვერ ვხედავ, რადგან სახელმწიფო იქნება უფრო როგორც რეგულატორი, ამსზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად გამჭვირვალე და კონკურენუნარიან სისტემას შექმნის.

რეფორმა ფაქტიურად არის წახალისება იმისთვის რომ ხალხმა ფული შეინახოს თუნდაც კერძო სექტორის ხარჯზე. ქართველებს ფულის შენახვის კულტურა არ გვაქვს, არ არის კარგად განვითარებული. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ სახელმწიფოს მოშლისას ხალხს თავისი თანხა დაეკარგა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები