მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ მესტვირიშვილი: მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლების ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტული საკითხია

646dd780a10d4
BM.GE
24.05.23 12:42
411
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლების ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტული საკითხია

„მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლების ხელშეწყობა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, წინა წლების მსგავსად, 2022 წელსაც პრიორიტეტული საკითხი იყო. კერძოდ, დამტკიცდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში. ამასთან, აღნიშნულ წესში ცვლილებების განხორციელება სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც, მათ შორის, მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ გაფორმებულ შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულ ევროდირექტივებთან აპროქსიმაციის ნაწილს. გარდა ამისა, მუდმივად მიმდინარეობდა ფინანსური სექტორის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. გარდა აღნიშნულისა, ეროვნული ბანკი 2022 წელსაც განაგრძობდა მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე მუშაობას,“ - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები