მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩილ თალაკვაძე: "ანაკლიის პორტის პროექტს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ მხარდაჭერა აქვს"

5c7fefc5b6843
თელარა გელანტია
06.03.19 23:30
1683

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ, სახელმწიფო სამართლებრივ თუ ეკონომიკურ მხარდაჭერას განაგრძობს.

ასე უპასუხა თალაკვაძემ bm.ge-ის კითხვას - რამდენად შესაძლებელია, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო, ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორებმა დაფინანსებისგან თავი შეიკავონ, რადგან როგორც ხაზარძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში განაცხადა, "კომენტარები, რომელიც ინვესტორებისგან მოდის, არის კატასტროფა".

"მე პირადად არ მომისმენია ასეთი კომენტარები, მაგრამ თუ ასეთი ოფიციალური წერილები არსებობს, ეს უნდა იცოდეს მთავრობამაც", - განაცხადა bm.ge-თან თალაკვაძემ.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერი ირწმუნება, რომ ანალიის პორტის პროექტს სახელმწიფოს და ხელისუფლების მხრიდან არანაიარი ხელშეშლა არ აქვს, აქვს მხოლოდ მხარდაჭერა და "შეუძლებელია, რომ ანაკლიის პორტის პროექტს მიმდინარე საქმის გამო, რაიმე საფრთხე დაემუქროს".

"მე გავიხსენებდი, თავად ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრიფინგს, სადაც მათ უპასუხეს კითხვას, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, აქვთ სახელმწიფოს მხარდაჭერა. რაც შეეხება ინვესტორების განწყობებს, გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ, სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულების დადების და მისი განხორციელების ვადებს; სახელმწიფომ არაერთგზის გააკეთა ამ პირობების დაკორექტირება და მისი გადავადება. ეს ყველაფერი გააკეთა ერთი მიზეზით - ჩვენ გვსურს, ეს პროექტი განხორციელდეს. ამიტომ პროექტს სახელმწიფოს და ხელისუფლების მხრიდან არანაიარი ხელშეშლა არ აქვს. აქვს მხოლოდ ხელშეწყობა", - განაცხადა თალაკვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები