მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩილ თალაკვაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს

5d307322680c7
თელარა გელანტია
18.07.19 17:22
515
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო პატივს სცემს და შეასრულებს. „რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ საქმეზე „ძმები ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ" - გაიმარჯვა საქართველომ", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.


"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაადგინა, რომ „რუსთავი 2"-თან და მის მფლობელებთან მიმართებაში არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო კანონიერი. ყველა ვალდებულია დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას.


სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა დაუშვებელია და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას ანუ დანაშაულს წარმოადგენს.


არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვაზაგაშვილის და გოგოლაძის საქმეებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მემკვიდრეობა დაუტოვა სახელმწიფოს სააკაშვილის რეჟიმმა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები