მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზე მედიიდან მაქვს ინფორმაცია - გაბუნია

61b9b86fb1c4a
მარიამ ვარადაშვილი
15.12.21 13:43
328
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის განხილვის შესახებ ინფორმაცია მედიიდან აქვს. 

“მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც მედიასაშუალებებით ვრცელდება. საუბარი არის ბატონი არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზე. ვფიქრობ, გადაწყვეტილებას ეს კანდიდატი იქნება  <ჯანდაცვის მინისტრი> თუ რომელიმე სხვა, მალე შევიტყობთ”, - აცხადებს გაბუნია.

ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა და როგორც „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობას პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს, თუმცა მინისტრის მოვალეობას დეკემბრის ბოლომდე შეასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები