საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა სადაზღვევო კომპანია არდიმ, LXM Media & Publishing-თან პარტნიორობით ახალი სამოგზაურო დაზღვევის კამპანია დაიწყო, რომლის მიზანია სამოგზაურო დაზღვევის უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გზით შეთავაზებაა Wizz Air-ის მგზავრებისთვის როგორც საქართველოდან გამსვლელი, ისე საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებისთვის.
კამპანია განსაკუთრებით აქტუალურია 2026 წლის პირველი იანვრიდან , საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი ვიზიტორისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულო მოთხოვნის ამოქმედების ფონზე.
თანამშრომლობის ფარგლებში, არდიმ სამოგზაურო დაზღვევის სპეციალურ შეთავაზებებს Wizz Air-ის მგზავრებს კომპანიის ციფრულ არხებში დაახვედრებს. ელექტრონული ავიაბილეთის მიღების შემდეგ, Wizz Air-ის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ არდის სამოგზაურო დაზღვევის ექსკლუზიური შეთავაზებებით ისარგებლონ. შეთავაზება ხელმისაწვდომი იქნება როგორც ევროპაში მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე Wizz Air-ის რეისებით საქართველოში ჩამომსვლელი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია არდისთვის სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების ცნობადობის ზრდის მიმართულებით. ამასთანავე, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოგზაურობამდე მარტივად და მოსახერხებლად შეიძინონ დაზღვევა Wizz Air-ის ციფრული არხების მეშვეობით, რომლებსაც ექსკლუზიურად LXM Media & Publishing მართავს.
„მოგზაურობა ბილეთის შეძენით არ სრულდება, არამედ ამ მომენტიდან იწყება. ჩვენი მიზანია, ადამიანებმა მოგზაურობა მშვიდად დაიწყონ და იცოდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში საიმედო სამოგზაურო დაზღვევა მათთვის მარტივადაა ხელმისაწვდომი,“ - აცხადებს თეონა გოდერიძე, არდის ბიზნესის განვითარების დირექტორი.
კამპანიის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილი ონლაინპლატფორმის საშუალებით, Wizz Air-ის მგზავრები ისარგებლებენ ექსკლუზიური ფასდაკლებით არდის საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევასა და Welcomer-ზე - საქართველოში შემომსვლელი ვიზიტორებისთვის განკუთვნილ სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევაზე.
არდი საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს ჯანმრთელობის, ავტო, ქონებისა და სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. არდიში გვჯერა, რომ დაზღვევის ნამდვილი მიზანი ადამიანის შეზღუდვა კი არა, მისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებაა. ჩვენი მიზანია მან თავდაჯერებულად იმოგზაუროს, აღმოაჩინოს, შექმნას და იცხოვროს სრულფასოვნად. სწორედ ამ ფილოსოფიას გამოხატავს ბრენდის მთავარი იდეა - „ცხოვრების ჯერია“.
























