კომპანია არემჯი აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის ფარგლებში ხარისხიანი განათლების მხარდაჭერას. წლების მანძილზე, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტებისა და სტუდენტური პროგრამების შეთავაზების პარალელურად, კომპანიამ ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც სამთო-გეოლოგიურ დარგში, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას ითვალისწინებს.
სტუმრები:
გიორგი ჩხეიძე - არემჯის გენერალური დირექტორის მოადგილე, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში;
გიორგი სულაბერიძე - ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოდეზიის დეპარტამენტის ასისტენტ- პროფესორი;


































