კომპანია "არემჯიმ" ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილ თანამშრომლებთან და სტუმრებთან ერთად სამთოელის დღე აღნიშნა. 17 დეკემბერს, პროფესიული დღე არემჯიში 2019 წლიდან აღინიშნება და კომპანიის 4000 თანამშრომელთან ერთად, სამთო-მოპოვებით სექტორში დასაქმებულ ათასობით ადამიანს აერთიანებს. სპეციალურად გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, არემჯი ჯგუფის 7 დამსახურებულ თანამშრომელს წლის სამთოელის ჯილდო გადაეცა. წლევანდელი სამთოელები, ქართულ სამთო საქმეს 40-60 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან და საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი დარგის განვითარებაში.