მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არემჯის ახალგაზრდა მეცნიერის პროგრამის გამარჯვებულები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან

არემჯი აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის ფარგლებში ხარისხიანი განათლების მხარდაჭერას. წლების მანძილზე, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტებისა და სტუდენტური პროგრამების შეთავაზების პარალელურად, კომპანიამ წელს ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც სამთო-გეოლოგიურ დარგში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. არემჯის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო წელს 15 ახალგაზრდას გადაეცა და ის ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურ ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს. გამარჯვებულებს შორის არიან 5 კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ თანამშრომლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები