მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არემჯის და სამთო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამთოელი
07.02.24 13:40
425

"არემჯისა" და გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ერთად იზრუნონ საქართველოში სამთო-ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესებაზე და განიხილონ სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები.

დოკუმენტს ხელი არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ და სამთო ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ჩიხრაძემ მოაწერეს.

აღნიშნული მემორანდუმი მხარეებს შორის, მრავალმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს, საქართველოში სამთო-ტექნოლოგიური პროცესების დახვეწასა და მათ გაუმჯობესებას.

2018 წლიდან, ჩვენ არაერთი მემორანდუმი გავაფორმეთ სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტებს, რომლებთანაც ყოველ წელს უფრო და უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

ჩვენი წარმოების და სამთო ინსტიტუტის პარტნიორობა არაერთ წელს ითვლის და ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა არის წარმატებული და ორივე მხარისათვის სასარგებლო. არის რამდენიმე მიმართულება, რომელზედაც მთელი წლის მანძილზე ვმუშაობთ ერთად. მაგალითად, მეტი გამჭვირვალობისთვის, ჩვენს კარიერებზე აფეთქებით სამუშაოებს აკვირდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათთვის სეისმურ მონიტორინგს სწორედ სამთო ინსტიტუტი ახორციელებს. ასევე სამთო ინსტიტუტის ჩართულობით ხორციელდება სეისმური მონიტორინგი ჩვენი საბადოების მახლობლად მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

ვფიქრობ, რომ ეს თანამშრომლობა არის ძალიან ნაყოფიერი და მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კიდევ უფრო მეტი მიმართულებით გაგრძელდება“, - აღნიშნა არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, ჩვენ ხელს ვაწერთ კავკასიაში ყველაზე ძლიერ სამთო-მომპოვებელ კომპანიასთან, რომელიც გამოირჩევა ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ახალგაზრდების, სამეცნიერო წრეებისა და ინსტიტუტების მიმართ და უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის საერთო განვითარებაში.

დაარსების დღიდან, სამთო ინსტიტუტის მიზანი იყო, რომ მომსახურებოდა ქართულ სამთო საწარმოებს, რათა ჩვენი ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის ათვისების პროცესი მაქსიმალურად რაციონალური ყოფილიყო. აღნიშნული მემორანდუმი კი, ამის ერთ-ერთი მაგალითია. სამთო

ინსტიტუტი, თვისი ლაბორატორიებითა და სრული ადამიანური რესურსით ყოველთვის ღია იყო ყველა სამთოელისთვის, სტუდენტსთვის და მომავალშიც ასე იქნება.

საქართველოს აქვს უდიდესი შესაძლებლობა იყოს ლიდერი სამთო სფეროში და ღრმად მწამს, რომ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ამ მიზნისკენ სწრაფვაში დიდ როლს შეასრულებს", - ნიკოლოზ ჩიხრაძე, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის დირექტორი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი არემჯის თბილისის ოფისში მოეწერა, მას სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, კომპანიის თანამშრომლები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები