კომპანია არემჯის საწარმოო ტერიტორიაზე 2018 წლიდან გარემოსდაცვითი პროექტები ხორციელდება. ღონისძიებები წყლისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას ეხება, რომელიც საწარმო პროცესებიდან გამომდინარე წლების განმავლობაში ხდებოდა. საყდრისის კომიტეტისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, საკითხი აქტუალური გახდა და არემჯის კაზრეთში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება დაევალა. ამ მიზნით, კომპანიამ არაერთი ინფრასტრუქტურა გამართა და დღეის მდგომარეობით თითქმის აღარ არსებობს როგორც ჰაერის, ასევე წყლის დაბინძურების საფრთხეები. თუმცა მთავარი შენარჩუნებაა. სამუშაოები მუდმივ მონიტორინგს ექვემდებარება, მონიტორინგის პროცესს კი არემჯის და სახელმწიფოს გარდა არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები უძღვებიან. რა სამუშაოები ჩატარდა ადგილზე?
სტუმარი: გურანდა ავქოფაშვილი - თსუ-ს მეცნიერი, დამოუკიდებელი ექსპერტი გარემოს დაცვით საკითხებში;