მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არემჯის კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს

არემჯი
19.02.24 17:55
326

დაბა კაზრეთში არემჯის ცენტრალურ ოფისში ხელი მოეწერა კომპანიის ახალ კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მსგავსი დოკუმენტის დამტკიცება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამით, კომპანიის მენეჯმენტი და დასაქმებულები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზაობას აწარმოონ სამთო-მოპოვებითი საქმიანობა მაღალი პასუხისმგებლობით.

კორპორაციული მდგრადობის დოკუმენტი მოიცავს 9 პრიორიტეტულ სფეროს, დასახულ მიზნებსა და ამ მიზნების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებებს და სამოქმედო გეგმებს.

კომპანია იღებს პასუხიმგებლობას მისი საქმიანობა თანხვედრაში იყოს ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების, ასევე საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების პრინციპებთან. ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას, დაიცვას გარემო, უზრუნველყოს გამჭვირვალობა და შესაბამისობა.

„2022-ში გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელში გაწევრიანებით, საჯაროდ დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და პასუხისმგებლობა, ვმართოთ საქმიანობა მდგრადობის ასპექტების გათვალისწინებით. დღეს ამ დოკუმენტის დამტკიცებით, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მდგრადობა ჩვენი გრძელვადიანი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად მიგვაჩნია.

კომპანიის განახლებული ბიზნესსტრატეგია თანამედროვე ეთიკურ, სოციალურ, გარემოსდაცვით და კულტურულ ასპექტებს ითვალისწინებს, რაც გვჯერა ჩვენი ბიზნესის გრძელვადიან განვითარებასა და სტაბილურობას ემსახურება“, - აღნიშნა არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები