მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო - Leader of the Year დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმით მიენიჭა

625d0cc413fc0
BM.GE
18.04.22 11:00
737
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის დაჯილდოების რიგით მე-12 ცერემონიაზე, კომპანია „არემჯის“ საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year უკვე მესამედ გადაეცა. კომპანიას ლიდერის სტატუსი, ობიექტურ რანჟირებაზე დაყრდნობით ამჯერად დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმით მიენიჭა.

“ჩვენმა კომპანიამ უკვე მესამედ აიღო ეს ჯილდო. მიუხედავად ორი რთული, პანდემიური წლისა მოვახერხეთ და შევქმენით 740 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის, რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. არემჯი არის ლიდერი კომპანია საქართველოში სამთო მოპოვებით დარგში და ლიდერი ამ დარგში დასაქმების კუთხით“ - განაცხადა გიორგი ჩხეიძემ, „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.

ბიზნეს რეიტინგების კავშირი 2003 წელს დაარსდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რვა ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის 2015 წლიდან საქართველოს. ბიზნეს რეიტინგების კავშირის პარტნიორი 2017 წელს გახდა შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაცია, ამ პერიოდიდან ბიზნეს-კომპანიებს გადაეცემათ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირისა და შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდო Leader of the Year. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად ხდება იმ მონაცემებზე დაყრდნობით, თუ როგორია კომპანიის წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხები და სხვა.

წლევანდელ ცერემონიაზე საერთაშორისო ჯილდო ჯამში 30 ქართულ და საერთაშორისო კომპანიას გადაეცა. „არემჯიმ“ აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მიიღო.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები