მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არემჯის საზაფხულო სკოლა 2026 დასრულდა

კაზრეთში, არემჯის სათავო ოფისში, სტუდენტური მხარდაჭერის პროექტის, საზაფხულო სკოლა 2026-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი, რომელიც უკვე მერვე წელია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით ხორციელდება, წელს პირველად საერთაშორისო ფორმატით ჩატარდა, ქართველ სტუდენტებთან ერთად ერთთვიანი საწარმოო სტაჟირება უცხოელმა ახალგაზრდებმაც გაიარეს. მონაწილეებმა პრაქტიკული ცოდნა გეოლოგიის, გეოტექნიკის, სამარკშეიდერო, მიწისქვეშა მოპოვებისა და ქიმიური ტექნოლოგიების მიმართულებებით გაიღრმავეს. არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ხარისხიანი განათლების და ახალი თაობის პროფესიონალების მხარდაჭერაა. სტუმარი: გიორგი ხეცურიანი - არემჯის საგანმანათლებლო და საერთაშორისო აკადემიური პროექტების მენეჯერი, სტუ-ის პროფესორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები