„არემჯიმ“ ახალი, მშრალი კუდსაცავი და ფილტრაციის საამქრო ოფიციალურად გახსნა. კომპანიამ საზოგადოებას გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე სიახლეები და წყლის, ჰაერისა თუ ნიადაგის დაცვისკენ მიმართული პროექტები წარუდგინა. მრავალმილიონიანი ინვესტიცია და გაძლიერებული მონიტორინგი, რომლის მიზანიც წარმოების ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.






























