მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არემჯიში" სამთოელის დღე 2023 აღნიშნეს

არემკ

"არემჯი ჯგუფი" აგრძელებს ტრადიციას და სამთოელის დღეს თანამშრომლებთან ერთად აღნიშნავს. სამთოელის დღის კორპორატიულ დღედ დაარსებიდან მე-5 წელს, კომპანიამ მასშტაბურად აღნიშნა პროფესიული დღე და თანამშრომლებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში უმასპინძლა.

„მეხუთე წელია სამთოელის დღეს აღვნიშნავთ და კომპანიაში უკვე დამკვიდრდა ეს ტრადიცია. გამონაკლისი არც წელსაა და დღეს, ასეთ შესანიშნავ დღეს დავაჯილდოვეთ 7 სამთოელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე ორმაგად დღესასწაულია ყველასთვის, რადგან მოგვანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის, საქართველოს თითოეულის მოქალაქისთვის ეს ძალიან დიდი დღესასწაულია.“ - ჯონი შუბითიძე, არემჯის აღმასრულებელი დირექტორი.

ღონისძიება სამთოელების დაჯილდოებით გაიხსნა. წლის სამთოელის ჯილდო წელს 7 თანამშრომელს გადაეცა. საპატიო ჯილდოები სტუმრებს არემჯის ხელმძღვანელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.

„ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს სიურპრიზი, ძალიან გამიხარდა ძალიან ვამაყობ, რომ ამ კომპანიაში ვმუშაობ. და რა თქმა უნდა, ეს დაფასება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“ - მარინე სანიკიძე, წლის სამთოელი.

წლის სამთოელების გამოვლენის შემდეგ, სტუმრების წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მოწვეულ სოლისტებთან ერთად წარდგა ნიკოლოზ რაჭველი, ცნობილი პროექტით, „კინომუსიკის შედევრები“.

2023 წლის სამთოელები გახდნენ:

  1. მიხეილ ჭოხონელიძე - კავკასიის სამთო ჯგუფის მთავარი გეოლოგი
  2. მარინე სანიკიძე - მინერალოგიის ჯგუფის უფროსი
  3. ანზორი კიპაროიძე - ექსკავატორის მემანქანე
  4. გივი ავქოფაშვილი - სამთო სატვირთო მანქანის მძღოლი
  5. ნანა საბიაშვილი - საოპერატორო განყოფილების უფროსი
  6. ილია ქურდაძე - მასალების დაგეგმვისა და მონიტორინგის სპეციალისტი
  7. ჯამბილ ტაჟიგულოვი - არემჯი აურამაინის სამთო გამონამუშევრის გამმაგრებელი

არემჯი სამთოელის დღეს 2019 წლიდან აღნიშნავს და ამ დროიდან, პროფესიული დღე კომპანიის 4000 თანამშრომელს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები