მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არგენტინაში 90-იანი წლების შემდგომ პირველად ინფლაციამ 100%-ს გადააჭარბა

6411ba5d688f9
BM.GE
15.03.23 16:28
675
არგენტინაში პირველად 90-იანი წლების ჰიპერინფლაციის შემდეგ ინფლაციის დონემ 100%-ს გადააჭარბა.

ქვეყნის სტატისტიკის სააგენტოს განცხადებით, თებერვლის თვეში ინფლაციამ 102.5%-ს მიაღწია, რაც მას ნიშნავს, რომ უამრავი სამომხმარებლო საქონლის ფასი 2022 წლიდან გაორმაგდა. მთავრობა ფასების ზრდის შეჩერებას საკვებსა და სხვა პროდუქტებზე ფასების შეზღუდვით ცდილობს.

დრამატულად გაიზარდა ფასები საკვებსა და სასმელზე, იანვართან შედარებით თებერვალში იანვართან შედარებით მათი ღირებულება 9.8%-ით არის გაზრდილი.

გასული წლის სექტემბერში ქუჩებში მომიტინგეები გამოვიდნენ, რომლებიც მზარდი ხარჯების წინააღმდეგ ზომების მიღებასა და გატარებას ითხოვდნენ. უკვე თებერვალში არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ დამატებითი ბანკნოტების დაბეჭდვას დაიწყებდნენ.

დეკემბერში ქვეყნისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 6 მილიარდის ოდენობის დახმარება დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები