მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე სამხრეთამერიკული სახელმწიფოს, არგენტინის დეფოლტის რისკი 2022 წლის დასაწყისში დაფიქსირებულ მინიმუმამდე შემცირდა. აღნიშნული ტენდენცია თანხვედრაშია ქვეყნის პრეზიდენტად ლიბერტარიანელი ხავიერი მილეის არჩევასთან, რადგან ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ინდექსი 800 საბაზისო პუნქტითაა შემცირებული. თავად ეს საზომი ერთ-ერთი ყველაზე სანდოა, რადგან არგენტინა სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც დეფოლტი არაერთხელ გამოუცხადებია - უკანასკნელად, ასეთი შემთხვევა 2020 წელს მოხდა.
თუმცა ქვეყნის დეფოლტის რისკის შემცირება არ არის ერთადერთი ეკონომიკური პარამეტრი, რომელიც არგენტინაში ხავიერ მილეის გაპრეზიდენტების შემდეგ გაუმჯობესდა. არგენტინული პესოს ფიუჩერსები, მაგალითად, მკვეთრადაა შემცირებულია, რაც ინვესტორების მხრიდან ვალუტის გაჯანსაღებისკენ არსებულ მოლოდინებზე მიუთითებს.