მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არგენტინის ნავთობკომპანია YPF-ის აქციები 40%-ით გაიზარდა

ypf

არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია YPF-ის აქციები 20 ნოემბერს ნიუ-იორკში 40%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც 19 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მილეიმ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider ავრცელებს.

დაახლოებით 14:00 საათზე(EST ), აქცია $14.90-ზე იყო, რაც 21 ნოემბერს 38.82%-ით გაიზარდა.

Reuters-ის ცნობით, არჩეულმა პრეზიდენტმა რადიო ინტერვიუში თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია კომპანიებისთვის „ღირებულებას შექმნის“ , რათა ისინი „არგენტინელებისთვის ძალიან მოგებიანი გზით გაიყიდოს“.

ქვეყანამ YPF-ის 51%-ის ნაციონალიზაცია ათ წელზე მეტი ხნის წინ მოახდინა, მას შემდეგ, რაც არგენტინამ ესპანურ Repsol-ს კომპანიაზე კონტროლი ჩამოართვა.

აღსანიშნავია, რომ YPF-მა III კვარტალის შედეგების გამოქვეყნებისას $137 მილიონის ზარალი გამოაცხადა, წინა წლის იმავე პერიოდში კომპანიის მოგება $693 მილიონი იყო. YPF-ის ცნობით, კომპანია მესამე კვარტალში ადგილობრივი საწვავის დაბალი ფასებითა და მაღალი საოპერაციო ხარჯებით დაზარალდა.