არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის გადაწყვეტილებით, კონგრესის მიერ ივლისში მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაედო. ერთი, რომელიც ეხებოდა პენსიების ზრდას 7,2%-ით, ხოლო მეორე - შშმ პირებისათვის სახელმწიფო ბენეფიტების შემოღებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, გადაწყვეტილება ფინანსების უკმარისობისა და ფისკალური ბალანსის დაცვის მიზნით იქნა მიღებული.
მიღებული გადაწყვეტილება მილეის ადმინისტრაციის მიერ გატარებული ფართო პოლიტიკის გამოძახილია, რომელიც ინფლაციისა და სამთავრობო ხარჯებისა საგრძნობ შემცირებას გულისხმობს. აღნიშნული კამპანიის დევიზად კი პრეზიდენტ მილეის მიერ განცხადებების ბოლოს დართული ფრაზა - “ფული არ არის” (ესპ. “No Hay Plata”) გვხვდება.
საგულისხმოა, რომ ორივე კანონპროექტის დაფინანსებისა სახელმწიფოს მიმდინარე წელს მშპ-ის 0.9%, ხოლო 2026 წელს მშპ-ის 1,68% დაუჯდებოდა. როგორც ჩანს, მონაცემები არსებული ადმინისტრაციის ფისკალური დისციპლინის მკაცრ ნორმებში ვერ ჯდებოდა, რის გამოც მილეის ადმინისტრაცია კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გახვეულა.
საინტერესოა, რომ ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მილეის პოზიცია, როგორც მოსახლეობაში, ისე საკანონმდებლო ორგანოებში მცირდება. ვეტოს დასაძლევად არგენტინის კონგრესს ხმათა ⅔ ესაჭიროება.

























