მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არიან თუ არა არაკონკურენტულ გარემოში ქართველი გადამზიდავები?

საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ქართველი გადამზიდავები მაგალითად, მეზობელ თურქ გადამზიდავებთან შედარებით არათანაბარ პირობებში არიან - ამის შესახებ სატრანსპორტო კვლევების ცენტრი წერს. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ტრანზიტული ტრაილერი, მათ შორის ქართულიც 350 ლარიან გზათსარგებლობის გადასახადს იხდის. თუმცა განსხვავებული ვითარებაა მაგალითად თურქეთის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ქართულნომრიანი ტრაილერების მფლობელები როგორც საქართველოში არსებული გადასახადის სარკისებურ ანალოგს, ასევე თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ფასიანი გზების გადასახადს, რომელიც 80 – 100 ევროს შეადგენს. ცენტრი მიიჩნევს, რადგანაც საქართველოში ფასიანი გზები არ არის, უმჯობესია გადასახადის სახელის მოდიფიცირება, რასაც ქართველი გადამზიდავებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე „სარკისებრი“ გადასახადის გაუქმება მოჰყვება. არიან თუ არა არაკონკურენტულ გარემოში ქართველი გადამზიდავები და რა ტენდენციებით დაიწყო 2025 წელი შუა დერეფანში?

სტუმარი: მიხეილ ნამადოვი - Kairos logistics-ის გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები