მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არიკ ჯგუფის" ინვესტორი ხელისუფლებას ვადას პირველ ნოემბრამდე აძლევს

5ba8a5fd910c7
სალომე მეცხვარიშვილი
24.09.18 13:50
753
"არიკ ჯგუფის" ინვესტორი ხელისუფლებას ვადას პირველ ნოემბრამდე აძლევს. კომპანია სოფელ იორმუღანლოში "ვინიჩიო ველის" პროექტს ახორციელებს, რომელიც ადგილზე ფისტის პლანტაციებისა და ფეშენებელური დასასვენებელი კომპლექსის განვითარებას ითვალისწინებს.

კომპანიის ხელმძღვანელი აფსალ რავარი ამბობს, რომ ამ დრომდე ტერიტორიაზე არ არსებობს გზა, ელექტროენერგია და გაზი. მისი თქმით, არაერთი თხოვნის მიუხედავად ხელისუფლება შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს, რის გამოც მისი პროექტი პრაქტიკულად შეჩერებულია. აფსალ რავარი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან ნაბიჯები არ გადაიდგა, ის საქართველოში ინვესტიციას აღარ განახორციელებს. ამ დროისთვის ტერიტორიის განვითარებაში „არიკ ჯგუფს“ 33 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული.

„სოფლამდე მისასვლელად ძალიან ცუდი გზაა, რის გამოც დაქირავებულებისთვის საკმაოდ რთულია მისი გავლა. სწორედ ამის გამოა, რომ ბევრი ქართველი დასაქმებული არ გვყავს. მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემა ელექტროენერგიაა - 500, 1000 ან 2 ათასი ჰექტარი ტერიტორიის განვითარება ელექტროენერგიის გარეშე, რაც დიზელისა და იორიდან წყლის ამოტუმბვით უნდა მოხდეს, უპირველესად, გარემოსთვის არ არის კარგი. მეორე, ეს ძალიან ძვირია. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, ამ დრომდე ამ პრობლემების მოგვარება არ მომხდარა.

წელს პირველად ავიღეთ სრულყოფილი მოსავალი და 6 ათასი ტონა უმაღლესი ხარისხის ატამი ხეებზე გაფუჭდა, რადგან ისინი ჩვენ ჩირისთვის წარმოებისთვის მოვიყვანეთ. მაგრამ არ გვაქვს ელექტროენერგია და გაზი და მითხარით, როგორ უნდა ვაწარმოოთ რამე? იგივე მოხდა ყურძნის შემთხვევაშიც. 1000 ტონა ყურძენი გვიფუჭდება“,- აცხადებს ინვესტორი.

კითხვაზე, არის თუ არა ხელისუფლების ვალდებულება მის ტერიტორიამდე მიიყვანოს კომუნიკაციები, ინვესტორი პასუხობს:

„არ ვიცი ეს ვიცი პასუხიმსგებლობაა. ვიცი მხოლოდ ის, რომ გზის მშენებლობა ჩემი ვალდებულება არ არის. მე არ მევალება ქვეყანაში ელექტროენერგიის გაყვანილობის რეაბილიტაცია. ჩემი ვალდებულება, ტერიტორიის განვითარებაა და მე ეს გავაკეთე. არავის ეგონოს, რომ ამ ფისტის ხეებს მივატოვებთ. არავითარ შემთხვევაში, თუმცა, ერთი დამატებითი ცენტის ჩადებასაც კი აღარ ვაპირებ პირველი ნოემბრიდან, თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება“,- აცხადებს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები