27 წლის ბელარუსმა ჩოგბურთელმა - არინა საბალენკამ, ლეგენდარული სერენა უილიამსის რეკორდი მოხსნა და ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში 1 კალენდარულ წელში ყველაზე დიდი ოდენობის თანხა გამოიმუშავა.
ბელორუსმა, რომელმაც შაბათს WTA-ს ფინალი ელენა რიბაკინასთან წააგო, სეზონი სპორტული თვალსაზრისით ისე არ დაასრულა, როგორც სურდა, თუმცა დამარცხების მიუხედავად, ფინალამდე ერ-რიადში მოპოვებული ოთხი გამარჯვების შედეგად, მან ტურნირში მონაწილეობისთვის ჯამში 2,320,000 დოლარი მიიღო.
საბალენკამ 2025 წელი 15 008 519 დოლარით დაასრულა და ყველა დროის რეკორდი დაამყარა მთლიანი შემოსავლის მხრივ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სერენა უილიამსის მიერ 2013 წლის სეზონში დაფიქსირებულ რეკორდულ $12 385 572-იან მაჩვენებელს.
27 წლის ბელორუს ჩოგბურთელს კარიერაში 4 სლემი აქვს მოპოვებული, 2-ჯერ ამერიკის, 2-ჯერ კი ავსტრალიის ღია პირველობა. მას კარიერაში 21 ტიტული აქვს მოგებული და უკვე 2 წელზე მეტია რაც მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.




























