სავაჭრო ობიექტებში ბარათით გადახდის საკომისიოზე 0.5%-იანი ჭერის დაწესების საკითზე ბანკებს შორის განსხვავებული მოსაზრებებია. ამის შესახებ „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ის არ აკონკრეტებს, როგორია შეფასებები და ამბობს, რომ ასოციაციის ფარგლებში არის მსჯელობა პოზიციების შესაჯერებლად.
"ჩვენ ვართ საბანკო ასოციაციის წევრები. ასოციაციას შეჯამებული აქვს ბანკების პოზიცია, განიხილავს ეროვნულ ბანკთან და პარლამენტთანაც. ერთიანი პოზიციას ალბათ უფრო საბანკო ასოციაცია გეტყვით.
არის განსხვავებული მოსაზრებები და შესაბამისად, სანამ საერთო მოსაზრება არ იქნება ჩამოყალიბებული, მანამდე მე ჩემს პოზიციას ალბათ ვერ დავაფიქსირებ. ზოგადად მსჯელობა არის, რომ პოზიციები შეჯერდეს და იყოს დაფიქსირებული, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე პარლამენტში",- ამბობს მატუა.
ბიზნესების დაცვის მოტივით, ბარათით გადახდის მაქსიმალური საკომისიო 0.5% იქნება - კანონპროექტი




























